ფონ-ი2 [ბერძ. phōnē ხმა, ბგერა] – (ფიზ.). ხმამაღლობის დონის ერთეული. მაგ., დასაშვები ხმაური საცხოვრებელი ზონისათვის 40 – 50 ფონია. ტრამვაის შეცვლა ტროლეიბუსით 8 – 10 ფონით ამცირებს ქუჩის ხმაურს. -ფონი – რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი, მნიშვნელობით შეესაბამება ხმას, ბგერას. მაგ., ტელეფონი. მიკროფონი.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი