ფორმაცია [ლათ. formatio წარმოება; სახე] – 1. გარკვეული სტადია, საფეხური რისამე განვითარებაში. საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია - ისტორიული განვითარების მოცემულ საფეხურზე არსებული ადამიანთა საზოგადოება, რომლისთვისაც დამახასიათებელია საწარმოო ურთიერთობათა გარკვეული სისტემა. 2. (გეოლ.). კომპლექსი გენეტიკურად შეკავშირებული ქანებისა, რომელთა ერთად წარმოქმნა და დედამიწის ქერქში არსებობა განპირობებულია გეოლოგიური გარემოს გარკვეული პირობებით.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი