ფრონტ-ი [ფრანგ. front] – 1. საომარი მოქმედების არე, ბრძოლის ველი. 2. ყველაზე მსხვილი სამხედრო შენაერთი ომიანობის დროს. 3. მწკრივებად დაწყობილი ჯარის ნაწილების წინა მხარე. 4. (გადატ.). ადგილი, უბანი, სადაც შეიძლება შესრულდეს რაიმე მოქმედება ერთდროულად მრავალი ადამიანის მიერ. მაგ., სამუშაოთა ფრონტი. 5. (გადატ.). სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფერო. მაგ., იდეოლოგიური ფრონტი. 6. (გადატ.). საზოგადოებრივ ძალთა ყველაზე ფართო გაერთიანება რაიმე მიზნის მისაღწევად. მაგ., სახალხო ფ. 7. მეტეოროლოგიაში: მეტნაკლებად ვიწრო გარდამავალი ზონა, რომელიც ყოფს ერთმანეთისაგან ჰაერის თბილსა და ცივ მასას. ატმოსფერული ფრონტი – იგივეა, რაც ფრონტი (მნიშვ. 7).
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი