A B C D E F G H I J K L M N

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსა ფსე ფსი ფსო

ფსევდონიმი

  1. Gk. pseudōnymos
    გამოგონილი გვარი ან სახელი, რომელსაც ზოგჯერ ატარებენ მწერლები, ჟურნალისტები, პოლიტიკური მოღვაწენი და სხვ.
    Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  2. გამოგონილი სახელი ან პირობითი ნიშანი, რომლითაც ავტორი წარმოადგენს თავის ნაწარმოებს. პირველად ფსევდონიმის გამოყენება გვხვდება ჯერ კიდევ V-IV სს. ძვ.წ.-ით. არისტოფანე საკუთარ პიესებს სცენაზე დგამდა თანამედროვეების, კომიკოსი პოეტების - ფილონიდესა და კალისტრატეს სახელებით, თუმცა მაყურებელმა იცოდა, რომ ავტორი არისტოფანე იყო. ზოგიერთი მწერალი შემოქმედებითი გზის დასაწყისში მკითხველის სამსჯავროზე წარდგებოდა ანონიმურად, ფსევდონიმით. სწორედ ასე გამოაქვეყნეს პირველი ნაწარმოებები ვალტერ სკოტმა, ს. რიჩარდსონმა, ბალზაკმა, ზოგიერთი მწერლის ფსევდონიმი კი ლიტერატურულ სახელებად იქცა - სტენდალი (ანრი მარი ბეილი), ანატოლ ფრანსი (ანატოლ ფრანსუა ტიბო) და სხვ.
    Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9