A B C D E F G H I J K L M N

ქა ქე ქვ ქი ქლ ქნ ქო ქრ ქს ქტ ქუ ქშ
ქალ ქამ ქან ქაო ქარ

ქართული თეატრი

ძველ ქართულ სანახაობებს შორის მკაფიო თეატრალობით გამოირჩევა ნიღბოსანთა იმპროვიზებული თეატრი - ბერიკაობა, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში გაზაფხულის დღესასწაულის - ყველიერის დროს იმართებოდა. არსებობდა ხალხური თეატრის კიდევ ერთი სახეობა - ყეენობა, რომელიც მასობრივ სახალხო-საკარნავალო დღესასწაულს წარმოადგენდა. შუა საუკუნეებში გაჩნდა თეატრალური ხელოვნების კიდევ ერთი სახეობა - სახალხო თეატრი «სახიობა» (მითოლოგიური და სამიჯნურო-ყოფითი სიუჟეტებით). XVII ს-დან თბილისსა და თელავში აღორძინდა სასკოლო-საეკლესიო თეატრი. XVIII სს-ის 90-იან წლებში ერეკლე II-ის სამეფო კარზე შეიქმნა საერო თეატრი (ხელმძღვანელობდა გიორგი ავალიშვილი). განსაკუთრებული მოვლენა ქართული თეატრის ისტორიაში იყო 1850 წელს გიორგი ერისთავის მიერ ქართული პროფესიული თეატრის დაარსება. პირველი წარმოდგენის დღე 14 იანვარი (გიორგი ერისთავის კომედია «გაყრა») ქართული თეატრის დღედ დაწესდა. ქართულმა თეატრმა ძიების, აღმავლობის, მიღწევების რთული და საინტერესო გზა განვლო. უნიჭიერესი რეჟისორებისა და მსახიობების (კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, უშანგი ჩხეიძე, აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, სერგო ზაქარიაძე და მრავალი სხვ.) ძალისხმევით ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა არა მხოლოდ ქართული თეატრალური ხელოვნების ისტორიაში.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9