A B C D E F G H I J K L M N

ქა ქე ქვ ქი ქლ ქნ ქო ქრ ქს ქტ ქუ ქშ
ქალ ქამ ქან ქაო ქარ

ქართული მუსიკალური ფოლკლორი

ჟანრობრივად მდიდარი და მრავალფეროვანია, გამოიყოფა სამი ძირითადი ჟანრი: შრომის (ინდივიდუალურ და კოლექტიურ შრომასთან დაკავშირებული სიმღერები: «გუთნური», «კევრული», «ურმული», «ჰერიო», ღერები: «გუთნური», «კევრული», «ურმული», «ჰერიო», «კალოსპირული», «გლესამ და გლესამ ნამგალო» და სხვ.), ეპიკური (ხალხური თქმულებებისა და მითების გმირებზე და მათ თავგადასავალზე), საწესჩვეულებო (საკულტო: «კვირია», «ლაშარის სიმღერა» და სხვ., კალენდარული: «ჭონა», «ალილო» და სხვ., საყოფაცხოვრებო: «მრავალჟამიერი», «ჩაკრულო», «შავი შაშვი», «იავნანა», «ბატონებო», «ზარი», «არაგვისპირული ლაშქრული», «მირანგულა» და ა.შ.). ქართულ მუსიკალურ ფოლკლორში საქართველოს კუთხეების მიხედვით გამოყოფენ ორიგინალობის ნიშნით აღბეჭდილ 15 მუსიკალურ დიალექტს. ესენია: ქართლ-კახეთის, ხევის, მთიულეთის, თუშეთის, ფშავის, ხევსურეთის, რაჭის, სვანეთის და ა.შ. ქართული თეატრის საწყისები შორეულ წარსულიდან ღებულობს სათავეს, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები; ვერცხლის თასი ნიღბოსანთა ფერხულის გამოსახულებით (თრიალეთი, ძვ.წ.-ის II ათასწლეულის შუა ხანა), კოლხური მონეტები, ფრესკების, ჭედურობის ნიმუშები, ნიღბები და სხვ. უძველესი თეატრალური სანახაობის არსებობას ადასტურებს ქართული ხალხური პოეზია და მხატვრული ლიტერატურა.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9