ქსილოლ-ი [ბერძ. xylon ხე და ლათ. ol(eum) ზეთი] - ორგანული ნაერთი, ნახშირწყალბადი, რომელიც მიიღება კოქსვის დროს გამოყოფილი აირისებრი პროდუქტების დაჭერით (მოპოვებით); იყენებენ როგორც გამხსნელს, აგრეთვე ორგანული საღებრების წარმოებაში და სხვ.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი