A B C D E F G H I J K L M N

ყა ყი ყო ყრ ყუ
ყოფ

ყოფითი ჟანრი

სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელსაც განსაზღვრავს ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებული თემებისა და სიუჟეტების ფართო წრე. უმთავრესად ამ სცენებს გამოსახავენ ფერმწერები, თუმცა შეიძლება წარმოადგენდნენ გრაფიკისა თუ სკულპტურის ნიმუშებსაც. ყოფითი მოვლენები, რომლებიც აღიბეჭდა სხვადასხვა ეპოქის წარმომადგენელთა საუკეთესო ქმნილებებში, მაყურებელს თვალწინ გადაუშლის განსხვავებულ დროსა და გარემოში, განსხვავებული სოციალური მდგომარეობის ადამიანების ყოფას, დამოკიდებულებებს, ინტერესებს, მისწრაფებებს. თავდაპირველად ყოფითი ჟანრის ნიმუშები წარმოადგენდნენ მოვლენათა მხოლოდ მარტივ ფიქსაციას, მოგვიანებით, განსაკუთრებით კი XVI-XVII ს-დან, როდესაც ამ ჟანრმა აღმავლობას მიაღწია ევროპულ ქვეყნებში, მხატვრები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ კონკრეტული ეპიზოდის შინაგანი აზრის გახსნას, სახეთა მკაფიო დახასიათებას. ამ ჟანრისათვის მისაწვდომი გახდა ცვალებადი სიტუაციები, ფსიქოლოგიური ნიუანსები. ყოფითი ჟანრის საუკეთესო ნიმუშები შექმნეს ჰოლანდიური ფერწერის წარმომადგენლებმა, ე.წ. პერედვიჟნიკებმა, მოგვიანებით, იმპრესიონისტებმა, ფერწერის სხვადასხვა დროის უდიდესმა ოსტატებმა.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9