უნგრული ხალხური წყვილთა ცეკვა. პოპულარული გახდა XIX ს-დან. ორწილადი ზომის. შედგება ნელი, პათეტიკური ნაწილისა და სწრაფი, მხიარული, სინკოპირებული ნაწილისაგან. გამოყენებული აქვს ფერენც ლისტს («უნგრული რაფსოდიები»), ბრამსს («უნგრული ცეკვები»), პეტრე ჩაიკოვსკის («გედების ტბა») და სხვ.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი