ცენზორ-ი [ლათ. censor] – 1. თანამდებობის პირი, რომელიც ცენზურას (მნიშვ. 1) ახორციელებს. 2. ძველ რომში: თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობდა მოქალაქეთა ქონების შეფასებას, თვალყურს ადევნებდა მათ მიერ გადასახადების გადახდას და სხვ. (შდრ. ცენზი, მნიშვ. 4).
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი