ცერერა [ლათ. Ceres (Cereris)] – 1. რომაულ მითოლოგიაში: მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების ქალღმერთი (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება დემეტრა). 2. (ასტრ.). მცირე პლანეტებს შორის ყველაზე დიდი და ყველაზე ადრე (1801 წ.) აღმოჩენილი პლანეტა (აღმოაჩინა იტალიელმა ასტრონომმა ჯ. პიაციმ).
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი