ცირკ-ი [ლათ. cirkus] – 1. სანახაობითი დაწესებულება - მრგვალი შენობა, რომლის შუაშიც მოთავსებულია მოედანი მსახიობთა გამოსვლებისათვის, ხოლო მოედნის გარშემო - ამფითეატრად განლაგებული ადგილები მაყურებელთათვის. 2. თეატრალური ხელოვნების სახეობა, რომელსაც ჩვეულებრივ ასეთ შენობაში წარმოადგენენ და რომელშიც შედის აკრობატიკა, ეკვილიბრისტიკა, ტანვარჯიში, კლოუნადა, გაწვრთნილი ცხოველების ჩვენება და სხვ. 3. (გეოლ.). ბუნებრივი ჯამისებური ჩაღრმავება მთის კალთებზე.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი