A B C D E F G H I J K L M N

ჯა ჯე ჯი ჯო ჯუ
ჯა ჯაზ ჯამ

ჯაზი

  1. მუსიკალური ჟანრი, რომელიც წარმოიშვა XX ს-ის დასაწყისში, ამერიკაში. მისი სათავეები ზანგური ხალხური მუსიკის იმპროვიზაციულ ფორმებში მოიძიება. ჯაზის წინამორბედებია - რეგთაიმი და ბლიუზი. ნიუ-ორლეანში შექმნილ ზანგურ სასულე ორკესტრებში გამომუშავდა ჯაზური მუსიკის შესრულების განსაკუთრებული მანერა. XX სს-ის 20-იანი წლებიდან ჯაზი თანდათანობით გავრცელდა ევროპასა და შემდგომ მთელ მსოფლიოში. ჯაზურ სტილებს მიეკუთვნება ე.წ. «დიქსილენდი», დაფუძნებული კოლექტიურ იმპროვიზაციაზე (ლუი არმსტრონგი); «ჩიკაგოს ჯაზი», რომლისთვისაც დამახასიათებელია სოლო (მეტწილად - საქსოფონის) ვირტუოზული იმპროვიზაციები (დიუკ ელინგტონი), რამაც საფუძველი ჩაუყარა კლასიკურ ჯაზს და სხვ. საკრავიერ ანსამბლს (ორკესტრს), რომელიც ჯაზურ მუსიკას ასრულებს, ჯაზ-ბენდს უწოდებენ. ჯაზისა და სიმფონიური მუსიკის ელემენტების შერწყმის შედეგად შეიქმნა სტილი «სიმფო-ჯაზი», რომლის ბრწყინვალე წარმომადგენელიცაა ჯ. გერშვინი («რაფსოდია ბლიუზის სტილში» ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის).
    Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
  2. E. jazz
    1. შერეული შემადგენლობის ორკესტრი, რომელშიც სჭარბობს ჩასაბერი და სარტყმელი საკრავები;
    2. ასეთი ორკესტრისათვის განკუთვნილი გასართობი მუსიკა (უპირატესად საცეკვაო).
    Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9