ხალხური ცეკვა, რომელიც წარმოიშვა კუნძულ კუბაზე, შემდგომ კი გავრცელდა ესპანეთში. აქვს ნელი ტემპი, ორწილადი ზომა, დამახასიათებელი რიტმული ფიგურა. სრულდება სიმღერის თანხლებით. საცეკვაო მოძრაობებს აქვს იმპროვიზაციული ხასიათი. ფართოდ გამოიყენება პროფესიულ მუსიკაში (მაგალითად, ჟორჟ ბიზეს ოპერაში - «კარმენი»).
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი