ჰერკულეს–ი [ლათ. Hercules]-1. ჰერაკლეს ლათინური სახელი. ჰერკულესის სვეტები – ორი მთა გიბრალტარის სრუტესთან, ევროპისა და აფრიკის ნაპირებზე; ანტიკური მითოლოგიის თანახმად ეს «სვეტები» ააგო ჰერკულესმა; ძველი ბერძნების წარმოდგენით «ჰერკულესის სვეტები» იყო ძალიან შორს, ცხრა მთას იქით. ჰერკულესის სვეტებამდე მივიდა–(გადატ. წიგნ.) უკიდურესობამდე, სისულელემდე მივიდა. 2. ( ასტრ.). ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი; მასში მოთავსებულია მზის მოძრაობის აპექსი. 3. ფარტენების სახით დამზადებული შვრიის ბურღულის სახელწოდება.).
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი