საზეიმო სიმღერა (სახელმწიფო, სამხედრო, რელიგიური, რევოლუციური და ა.შ.). ძველ საბერძნეთში ჰიმნი იყო რომელიმე ღვთაების სადიდებელი სიმღერა, რომელსაც ფეხზე მდგომი გუნდი ასრულებდა კითარის თანხლებით, ჰიმნის ჟანრი წარმოდგენილია საგუნდო, საოპერო, სიმფონიურ ნაწარმოებებშიც (მაგ., ბეთჰოვენის IX სიმფონიის ფინალის გუნდი «სიხარულისადმი», შექმნილი შილერის ოდის ტექსტზე).
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი