1. ტვირთის ასაწევი უმარტივესი მოწყობილობა - ღარიანი მბრუნავი გორგოლაჭი, რომელზედაც გადაგდებულია თოკი, ბაგირი ან ჯაჭვი; თვით გორგოლაჭი ასეთი მოწყობილობისა; ჭოჭონაქი.
2. დაკიდებული ლამპის, ფარდის და სხვ. ასაწევ-დასაწევი მოწყობილობა.
3.სახელმწიფოების, პარტიების, ორგანიზაციების და ა.შ. კავშირი, გაერთიანება საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
3.ტექ. რაიმე ნაგებობის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ შედგება სხვადასხვა ელემენტის ან დეტალისაგან; სექცია. მაგ., ფანჯრის ბლოკები. ცილინდრების ბ. - ძრავას კონსტრუქციის ერთად ჩამოსხმული ნაწილი, რომელიც აერთიანებს ორ ან მეტ ცილინდრს.
4.საშენი მასალა - ბეტონის დიდი ზომის ხელოვნური ქვა აგურის ფორმისა.
5. რაიმე დაწესებულებაში გამოყოფილი ცალკე განყოფილება. მაგ., საოპერაციო ბ. (საავადმყოფოში). სამშობიარო ბ.(სამშობიარო სახლში). კვების ბ. - წარმოებაში, დაწესებულებაში: სათანადო ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო და სასადილო.
6. გარკვეული რაოდენობის რისამე (მაგ., სიგარეტის 10- 12 კოლოფის) შეკვრა.
7. თემატურად გაერთიანებული რამდენიმე საფოსტო მარკა, ერთად, ერთ ფურცლად გამოშვებული (ფილატერისტებისათვის).
8.ფოტოგრ. ერთი პირის სურათი (ჩვეულებრივ რაიმე საბუთისათვის), რამდენიმე ცალად დაბეჭდილი საერთო ქაღალდზე.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი