იშვიათი ნივთი. სავაჭრო დუქანში იშვიათი საქონელი, რომელიც მუშტრის შესაჩვევად და ყოველ დროს იშოვება დუქანში. შეიძლება ეს საქონელი მუშტარმა წელიწადში ერთხელ მოითხოვოს, მაგრამ იმ საქონლის ვაჭარი შეშუდისთვის მაინც ინახავს თავი დუქანში (სხვანაირად ვერ ავხსენი). „მინდოდა გამეხსნა ერთი კაი დუქანი, გამეჩინა ყველანაირი შეშუდი“ (მელან., „გიორგი და გეორქა“, გვ. 7). „დღემდე გურჯაანში ვაჭრობდნენ მელიქა და კაპლო. ღვთის წინაშე, ყველა შეშუდი აქვთ“ („ივ.“, 1886 წ., № 133).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.