შირაზში გაკეთებული შუშა (ბროლის სურა). საიათნოვას აქვს: „გოგრა არ გახდება შირაზის შუშა;“ გოგრაში ნაგულისხმებია ყელიანი გოგრა (აყირო), რომელსაც სოფლად საძაბრე გოგრასაც ეძახიან. ეს გოგრა საჭმელად არ ვარგა. მისი გული მწარეა. როცა მას მწყემსები წყლის ჭურჭლად ხმარობენ, გულს გამოაცლიან და კარგად გამორეცხავენ ხოლმე, რომ სიმწარე გაუვიდეს.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.