„შუშა თითები.“ „შუშა კიტრი“. „მე არ მიზიდავს შუშა თითები“ (ი. გრ., „ერთ ქალს“). „გაუსინჯა დედამ შუშანას ბეჭედი და დაუკოცნა შუშა თითები“ (ვ. ბარნ., „ხაზართა სასძლო,“ თ. IV). „სურამის ციხეშიც“ არის ეს სიტყვა. მის რუს. თარგ. კი „ნათელი თითებია“, ნამდვილად კი უნდა იყოს „შუშა თითები“, რაც ნიშნავს – წვრილი, გრძელი თითები. ხალხ. ლექსიცაა: „თითები გაქვს შუშა - შუშა“. არის შუშა კიტრიც, რომელიც ასევე სწორი, ქორფა კიტრია და ადვილად ტყდება (შუშასავით). „ბიძაჩემმა თან ერთი კალათა შუშა კიტრები მოიტანა“ (ნ. ლომ., „ყოველის მხრიდან“, თ. V).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.