მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მუ მქ მღ მყ მც მძ მწ
მურ მუს მუღ მუყ მუშ მუხ მუჯ

მურეხი

  1. უზრუნველი, გაფუფუნებული. „თაფლო ეკუთვნოდა ჩვენი ქალების იმ გუნდს, რომლის ხორცი სუქდება, სული კი – ჭლექდება; ამათი სატრფიალოა: მურეხი ცხოვრება, მაძღარი ჭამა – სმა და ჩაცმა – დახურვა, როდესაც სასტუმროდან გავლენ“. (რ. ფავლენ. „მოამბე“, 1896 წ., № 1, გვ. 32).
  2. შავი სამუშაო. „მუშაობას და მურეხ საქმეს მიჩვეულნი არა ვართ“ (ს. მგალ. „ჯორზაქარა“, სახელგ. 1937 წ., გვ. 37).
  3. ჭუჭყიანი, უსუფთაო. არაფარეზობის მოყვარული. („ივ.“, 1900 წ., № 133, თ. რაზიკ., „მოამბე“, გრ. ყიფშ.). არა აქვს არც ჩ – ს და არც ჭყონიას.
  4. ანუ მურეხობა. სისაწყლე, სიღარიბე. „ე რო დიდ ოჯახში ჩავარდეს, თავს ვერ გაიტანს, მურეხობაში სულს ამოართმევენ“ (ს. მგალ., ტ. I, 1926, გვ. 44). („ელენეს შვილები სცხოვრობდნენ თავაღებულად, თავისუფლად, თავიანთს ნება – სურვილზე, მურეხად“ (რ. ფავლენ., „მოამბე“, 1896 წ., № 1, გვ. 48).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9