დავცინცლე, დავცინცლავ, მოტყუებით რისამე წაღება. „მე ა. ყაზბეგის ლექსები არ მომწონდა, ასიკო (ცაგარელი) აქებდა. როცა ასიკოს ვეტყოდი, რად აქებ-მეთქი, მეტყოდა სანდროს (ა. ყაზბეგს) ერთი სპილოს ძვლის ხანჯალი აქვს ოქროს ჩუქურთმიანი, მინდა ის დავცინცლოვო“ (ს. მელიქ., „დროშა“, 1924 წ., N 16-17, გვ. 26).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.