მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მუ მქ მღ მყ მც მძ მწ
მურ მუს მუღ მუყ მუშ მუხ მუჯ

მუშკულათი

  1. დროს გატარება. „შვიდ დღე – ღამეს გაგრძელდა სჯა, მუშკულათი, მჭევრობა“ (ფარსადანი „ნიანგი“, 1937 წ., № 23 – 24, გვ. 13). „მქონდა სიტყვები და მეც მომწონდა სჯა, მუშკულათი, კამათი, შეხლა“ (ი. გრიშ. II ტ., 1922 წ., გვ. 64).
  2. ბაასი. „ზოგი ჰბღვერს, ზოგი იღიმვის, ზოგიც სდუმს – როგორც მისანი, – სჩანს დიდს ელიან მუშკულატს, სჩანს, დიდი უწევთ მიზანი (ფარს. ლექსები პოეტთა წმენდაზე, „ნიანგი“, 1931 წ., № 14, გვ. 7). „კამათი და მუშკულათი დაიწყო და გაცხოველდა“ (ს. ფარსადან – ფაშალიშვილი, „ნიანგი“, 1934 წ., № 12). „დარბაზს ჩაეჭრა ჩოჩქოლი მათ მეცნიერთა დასთაცა, სამუშკულათოდ წარმოდგნეს – ერთი ეკვეთის ასთაცა“ და სხვ. (ფარსადანი, „ნიანგი“, 1934 წ., № 22).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9