დინჯი, ნელი. ამბობენ: რა ნადიმათ დადიხარო, ვითომ დინჯათო. გაღვივებულ პატარა და კოხტა ცეცხლსაც უწოდებენ, აგრეთვე: იფ, რა ნადიმი ცეცხლიაო, ვითომ ნელიო. „ნადიმი ცეცხლი“, ე.ი. გაღვივებული, ნელი, სამწვადე ცეცხლი. „მიყვარს ნადიმად მუშაობა“, ე.ი. ნელ – ნელა, ნება – ნება. „ოთხფეხების ბედიც კი შემშურდა, რომლებიც თბილად, ნადიმად იწვნენ ერთ ალაგას და გამოიყურებოდნენ უდარდელად“ (ა. ცაგარ., მოთხ., „დროება“, 1867 წ., № 20).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.