ჭონების იარაღია. სახელია ყეენისაც. „დემურ ყეინი შეიძრა, დააგდო ხორასანიო, გადმოიარა თელავი, თელავის მთა და ბარიო! იქ რომ კარავი დააგო, წითელის ლალის ფერიო, შიგ დემურ ყეინ შებრძანდა, რა ტურფა სანახავიო. წერა და წერა წიგნები, შვიდკეცი, შვიდი მხარიო: „ეს ქართლის ბატონს მიმართვით, ამისი სიტყვა ჩქარიო; ან ქალი მომცეს რუსუდან, ან ვაჟი ამირანიო“. გაწყრა, გაჯავრდა რუსუდან, თავს გაიშალა თმანიო: – რომელი გათათრებულა ბაგრატიონთა გვარიო?!“ (ხალხ.).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.