და დე დვ დი დლ დნ დო დრ დუ დღ
დეზ დეკ დელ დემ დერ დეს

დერციკი

  1. თერძი. იყვნენ კარგი ხელოსნებიც. ჩვენს უბანში ერთი დერციკი იყო ტიგრანა სირეკანაშვილი. იმის შეკერილ ჩოხას თუ ახალუხს ხელად იცნობდნენ, ისე კარგად ჰკერავდა. – მერე კუზი არ უშლიდა? – ვეუბნები ერთ მოქალაქეს. – მუშტარს დააწვენდა და ისე აუღებდა ხოლმე ზომას, კუზის გამო ვერ სწვდებოდა.
  2. უფრო კი ყარაჩოღურ ჩოხა – ახალუხის მკერვალი. „ტფილისის სახელოსნო გამგეობის განკარგულებით დაიკეტა ოცამდე დერციკის დუქანი“ („ივ;“ 1891 წ; N 26. იხ. ვ. გუნ. პიესა: „რაც არ მერგება, არ შემერგება“). აქ ბესო ამბობს: „ეხლა, ბატონო, დერციკობა დამაწყებინე“. „დერციკები მამაკაცთა კაბებსა და ძიქვებს თარგავდნენ“ (შ. დად; „უბედური რუსი“, გვ. 214). „თელავში გაძარცვეს პოლკოვნიკად ცნობილის კირაკოზოვის დერციკის დუქანი“ („ივ;“ 1889 წ; N 32).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9