გულდაგულ, პირდაპირ, ერთმანეთთან მუშტის დარტყმით მისვლა.
დაჟინებით აბეზარი მოთხოვნა, ოფოციალური მოთხოვნა. „დოგა – დოგა დამადგა, გინდა თუ არა მომეციო“. „ჩითახოვის ფაბრიკას ჩვენი უმადური თვითმმართველობა დასდგომია დოგა – დოგა და ხარჯს აწერს“ („თეატრი“, 1889 წ; N 1, გვ. 14). „დოგა – დოგა დამადგები“.
სწრაფ – სწრაფად, ჩქარ – ჩქარა.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.