შემოსავლიანი ადგილი. კარგი დრო. ნივთიერად კმაყოფილების ხანა. თუ მდიდარი ნათესავი მოუკვდა ადამიანს და მისი სიმდიდრე მის მახლობელ ადამიანებს დარჩა, უხეიროს და უქნარას, მაშინ იტყვიან ხოლმე: ვერ უყურებ რა დოვრანში ჩავარდაო! ან თუ დედმამა სხვაგან წაუვა ლაზღანდარა ვაჟს ან ქალს , მაშინ იტყვიან: წავიდნენ უფროსები და ეხლა დოვრანი იმის შვილებს დარჩათო, ე. ი. ბურთი და მოედანი მაგათ დარჩათო. „ყველა ღორს როდი აქვს საბაბი ნაღვლიან ჰანგზე აამღეროს თავის დინგი. არიან ღორები, რომელნიც მართლა რომ დორანში არიან და ამიტომაც მათი ღრუტუნი ჟღერს იმედიანად, ხალისიანად, მხნედ“ (კ. ალმასიძე – მიხ. საყვარ. „კოლექტივიზაცია“, 1935 წ; N 113). „კაი დორანში ჩავარდა – კაი იღბალი მოუვიდა“ (თ. რაზიკ. „ივ“; 1900 წ; N 130). „ეს კაი დორანში ჩავარდით“ (გ. ხუჩუაშ. „ბორკილები“, თავი 48).