დაქაშებული ვაშლი.
დომხალი, დოს შეჭამანდი. გაწურულ დოს (წაქს) ჩააჭრიან მწვანილეულს, ურევენ ნარგიზის ფოთოლს. საზამთროდ შენახული გაწურული დო. ყველაზე კარგი დომხალი, ნოყიერი და მკვებავი, ლეკებმა იციან.
იმერულად წაქი.
დო, ნარგიზ – ნაქნარი, ხახვი და ერბო (გახსნი). დომხალი („ელგუჯა“, სახელგ; გვ. 87).
„დომხალი თუ გნებავთ, აი ეს არის! ვინმე ლავროვ – ვიშნევსკის მოუწადნია რუსული სცენისმოყვარულთა დასის შედგენა, რომელშიაც ჩაირიცხებიან სომხური დასის არტისტკა ზაბელისა და ქართული დასის არტისტი კ. ყიფიანი“ (იხ. „დროება“. 1885 წ; N 67).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.