ნამდვილად, პირდაპირ. არა აქვს დ. ჩ – ს. „დოსტოღრივ გაექანა სავათების გუნდისაკენ“ (ვაჟა, „ქართველი ერი“, 1909 წ; N 1).
„არწივნო, ცისპირთ მავალნო, ძვირად მნახველნო ბარისა, დოსტოღრივ მჭრელნო ღრუბლების, თანაც მზიდველნო ქარისა“ (ვაჟა, I ტ; სახელგ; გვ.23). „დოსტოღრივ შემატყობინეთ, თუ ჩემი ნაკლი რაშია, შურით არ ჩამსვათ ჯურღმულში, არც ქებით ამსვათ ცაშია“ (გ. შინატეხელი). ნათესავებში ვაჟკაცი დოსტოღრივ გაემართება (ხალხ; „კოლექტ.“ 1935 წ; N 130).
პირდაპირ, დაბარებულივით. თურქ. დუღრ სწორს ნიშნავს. აქედან ხომ არაა? „დოსტოღრივ ვამტკიცებ, რომ ეგ საქმე ჩემის მიზეზით არ მომხდარა“ (გრ. ყიფშ. „მოპასანიდან“, „ივ.“, 1887 წ; N218). პირდაპირ მისვლა, გაბედულად, შეუპოვრად („ივ“., 1900 წ; N 130).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.