და დე დვ დი დლ დნ დო დრ დუ დღ
დოგ დოდ დოვ დოზ დოთ დოი დოლ დომ დონ დორ დოს დოფ დოღ დოშ

დოშლუღი

  1. პერანგის ან ახალუხის გულისპირი. ხშირად კიტოები ისეთ პერანგს იკერავენ, თუ შეგიმჩნევიათ, რომ გულისპირი სხვა ნაჭრისაა... ამბობენ კიდევ: დოშლუღიანი ახალუხიო, ე. ი. Двух-бортный ახალუხიო. „ტანზე იცვამდა შავს პრუნელის დოშლუღიანს ახალუხს“ (მელან; „ბნელო“, 1891 წ; გვ. 118).
  2. ახალუხის გულისპირი ორპირად შესაკვრელი, ღილებით ჩამწკრივებული; საკუთრივ: საგულე, სამკერდული.
  3. სწორი ახსნა იხ. ა. ცაგარ. ლექსიკონი (ჩემი) დანარჩენი გაუქმებულია (ბოჰემისაც). „დიდი ხანი არ გაივლის (გ. წერეთ.), დოინჯს შემოიყრის, ქუდს შეიკეცავს, ჩითმერდინსაც ყელზე დოშლუღად გადაიგდებს“ („კვალი“, 1897 წ; N 7, გვ. 329). ამ სიტყვებში დოშლუღი თავის ალაგას არ არის ნახმარი. „ჩითის პერანგზე ეცვა სხვა წითელ – გულისპირიანი პერანგი დოშლუღის მაგივრად (ც. მგალ. I, გვ. 137). „იმისი პატივისცემული ღიპი ქიშმერის დოშლუღში იყო გამოკვართული“ ( „ივ“. 1888 წ; N 79; ფრანსუა კოპეს მოთხ. „საგანგებო სადილი“, თარგ. გრ. ყიფშ.).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9