და დე დვ დი დლ დნ დო დრ დუ დღ
დუა დუბ დუგ დუდ დუთ დუმ დუნ დურ დუს დუქ დუშ

დუდუკი

სალამურის მსგავსი ნესტვი („პირით შთასაბერველი საკრავი“) დუდუკს 9 თვალი აქვს: რვა წინ და ერთი უკან. ყველა თვალს თავისი სახელი აქვს: უკანა თვალს, კენტად როა, იმის ჰასარი ჰქვიან, ხოლო რიგზე 1 – მავარამი, 2 – აჯიანი, 3 – შაჰნაზი, 4 – ჩარგა, 5 – სეგა, 6 – შური, 7 – რასტი, 8 – შეითანი. დუდუკი, რაც შორსაა, ისა სჯობიან. ხშირად დუდუკზე დაკრული ჰანგი ტირილსა ჰგავს. დუდუკი, ზურნა და დოლი ანსამბლს წარმოადგენს. სალამურის მსგავსია, ცხრა თვალი (ავილი), რვა ზემოდან და ერთიც ქვემოდან (საიდან წარმოსდგება?).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9