ლა ლე ლი ლო ლუ
ლაბ ლაგ ლაე ლავ ლაზ ლათ ლაი ლაკ ლალ ლამ ლან ლაპ ლარ ლას ლაფ ლაქ ლაღ ლაყ ლაშ ლაჩ ლაც ლაწ ლახ ლაჯ

ლაზათი

სიამოვნება. სიტკბოება. ეს სიტყვა დ. ჩ–ს აქვს. „ჩრდილოეთ ინგლისის მესაფლავეებს განუზრახავთ საერთაშორისო კონგრესის მოწვევა. კონგრესმა უნდა შემოიღოს მესაფლავეთათვის ჰიგიენური ზომები...სხვათა შორის უნდა მოისპოს სასაფლაოზე სიტყვების წარმოთქმა. ეს წესი განსაკუთრებით საქართველოში იქნებოდა კარგი, რადგანაც ვინც გინდა და არ გინდა წამოხტება და ულაზათო ლექსს კითხულობს“. („ცნ. ფურც“. დამატება, 1904 წ., № 258). „ამ ამბავს უფრო უმეტესი ლაზათი მისცა“ („კრებ.“, 1871 წ. № III, გვ. 35). ლაზათიანი – „რაც შეიძლება უფრო შემიკლებულათ და ლაზათიანად შეთანხნებული ფრაზები გამოთქვას“ (ნ. ნიკ., „კრებ.“, 1873 წ., № VIII, გვ. 259).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9