ლა ლე ლი ლო ლუ
ლაბ ლაგ ლაე ლავ ლაზ ლათ ლაი ლაკ ლალ ლამ ლან ლაპ ლარ ლას ლაფ ლაქ ლაღ ლაყ ლაშ ლაჩ ლაც ლაწ ლახ ლაჯ

ლათაია

  1. ანუ ლათაიხ – თამამი, თავხედური ლაპარაკი; წინდაუხედავი სიტყვა; ლათაიები. ვ. ბერიძის ლექსიკონის განმარტებით, მიდებ – მოდებული, მიკიბულ – მოკიბული, უსაბუთო ლაპარაკია (გვ. 26). გიორგი ერისთავი „გაყრაში“ მიკირტუმას ათქმევინებს: „კნიაზ, კიდევ ერთი ლათაიას გითხრამ – კტუ ნა სვეტე ჩესნა ბუდიტ, ბუდიტ ნასიტ ხლება გუდით“ (თხზ., გვ. 143). აკაკის „კინტოც“ ამბობს: „კნიაზჯან, გნებავსთ, ერთი ლათათაია გითხრათ“ („კრებ.“, 1889 წ. № VII, გვ. 74). აკაკის ლექსიც აქვს ამ სათაურით: „კნეინების ლათაია“(„დროება“, 1871 წ. № 38).
  2. იგავი, თქმულება, ბალადა, ამბავი. „აქ აშუღების ლათაიებია“ (გ. ერისთ. „დავა“, მოქ. III, გამოსვ. I ). „გ. ქიქოძე მკაცრი ირონიით ანიავებს ცრუ მეწნიერის, იშხანიანის ლათაიებს“ („კლდე“, 1914 წ., № 20, გვ.2). „ბოჰემა“. „კნიაზ, ლათაიას გითხრამ, თვალები აქვს იშტარხნის ხიზილალა, ტუჩი ტკბილი, როგორც რომ ყანდის ჩალა“ (გ. ერისთ., „გაყრა“, მოქმ. III). „მისი პოლიტიკური მოთხოვნანი სხვას არაფერს შეიცავენ, გარდა ძველი საქვეყნოდ ცნობილი ლათაიებისა...“ (გ. გამყრ. მიერ თარგ. კ. მარქსის „გოთას პროგრამის კრიტიკა“, სახელგ., 1932 წ. გვ. 33). „ამ ამბავთან ჩართული ტყუილი და ურიცხვი ლათაიები“ (ილია, ტ. IX, გვ. 187).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9