მეჭორე, ცუდათ მოუბარი, უსირცხვილო კილოიანი. აქვს დ. ჩ – ს სხვანაირად. „ნეტა რას ამბობენ, შენ ბრძენოვ, ლაყაფი რად განაგრძეო“ (დავით რექტორის ლექსიდან, „Описание“, გვ. 225). „ღმერთო, ნუ მიწყენ ამ ცუდსა ლაყაფსა, ვიდმოდებასა“ (თეიმ. I – ისა, Описание, II გვ. 323). „ფინთი ლაყაფისაა“. „შენს ლაყაფს ვინ აუვაო“. (გვ. 35). „ლონდონის უბნის მოვაჭრე იმ თავითვე განთქმული იყო ლოთობითა, ყამარბაზობითა და ცუდის ენა – ლაყაფითა“ („ივ.“, 1892 წ., № 165).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.