გაფუჭებული, გალაღებული, ავარა. ლევანდი ოსმალელ ჯარისკაცსაც ნიშნავს. „...Последним именем (леванды) назывались и милиционеры турецкого войска занимавшего Тифлис в начале XVII века и соответствует современному (…) - бузук“ (Ю. Ахвердов, „Тифлисские Амкары“, 1883, ст. 35) . „შენ გითხრეს თითქოს გავსალახანდი, თითქოს მივეცი თავი ბოჰემას, თითქოს მე ვიყო ლოთი, ლევანდი, ვკლავდე ღვინოში შემოქმედებას“ (ლ. ანან., ლექსები, 1933 წ., გვ. 43). „რა ისეთი, ლევანდი ვინმე ვარ, რომ ეგ ოინები ჩავიდინო“ (ს. ფაშალ., „ნიანგის კრებული“, 1933 წ., გვ. 22). „წახდა რაღა, წახდა ჩვენი საქმენი, შენ ლევანდო, ვირის თავო, რა ჰქენი“ (ი. ევდ., მ. გაჩეჩ. „ჯიბის კალენდარი“, 1912 წ.).