დარდიმანდულად. ასეთ სიტყვებს თვით ნ. ნიკოლაძეც ხმარობს: „...სპეკულაციის წყალობით ქვეყნისათვის საჭირო იარაღი, ვაჭრობა, ანგარიშის ხასიათს ჰკარგავს და ლოთიან თამაშად ხდება“ („მოამბე“, 1894 წ., XII, გვ.134). „ლოთიანად, მითხარი, რა დაგიჯდა?“ (გ. ბაშინჯ., „ახირებული მასპინძელი“, „სახ. საქმე“, 1920 წ., № 1009, 19 დეკ.). „გული მეუბნება ლოთიანად მივზილო ეს კაცი“ (დ. თურდ., „ეპიზ. ახალგაზ. ცხოვ.“, გვ. 17). სიტყვის მასალაა: რაინდულად! ვაჟკაცურად!
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.