მუდმივად ღვინის მსმელი, ლოთი, ლოთების თავი, კარგი მსმელი. „ჩოხატაურის ლოთიბაშებში პოეტებიც ურებიან, რომლებიც გაიძახიან – დამისხი დამალევინე, ჭკუას მოვალ გონებასა “ („კვალი“, 1897 წ., № 7, გვ.149). „ერთი ჯარისკაცი თავს წამოგვადგა. გადაკრულში ბრძანდებოდა. – ბიძაჩემს გაუმარჯოს, ბიძაჩემს! – ოჰ, შენა ბრძანდები, ლოთიბაშო? მაშ ჯერ არ ჩამოუხრჩვიხართ?...“ (ივ. მაჭავარ., „გლეხიკაცის ისტორია“, 1931 წ., გვ. 79).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.