აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
აშა აში აშლ აშო აშპ აშუ

აშუღი

სახალხო მომღერალი, საზანდარ-მოშაირე, მიჯნური, არშიყი, მოალერსე, ტრფიალი, შეყვარებული, ძველად (მდაბიო ხალხში, ეხლაც), მეფეების დროს, ნათლობა, ქორწილ-ნიშნობა, მეჯლისი, ზეიმი და ლხინი უაშუღოთ-უსაზანდროთ არ შეიძლებოდა. „ალავერდა“, „ევანგულა“, „სერგო“, „ჭიპრა დალაქიშვილი“, „შალვარა პეტრუსა’, „აცაფურაანთ კინტო“ და სხვა აშუღები ძლიერ დაახლოვებულნი ყოფილან ძველ ქართველ ოჯახებში. მაგალითად, ცნობილი მოსიმღერე და პოეტი არუთინ საიათნოვა თავის სომხურ ლექსებშიც კი ხშირად იხსენებს ქართველი მეფეების სახელს. ძველი აშუღები, თურმე, ჯერ მიდიოდნენ სუფკარაპეტის ეკლესიაში, ლოცულობდნენ, ღმერთს შველას ევედრებოდნენ და შემდეგ სწერდნენ ლექსებს ან მღეროდნენ. აშუღების ფსევდონიმების ახსნა: თ უ რ ი ნ ჯ ი (რაზაჩაროვანი) გულაცრუებული? ს ა ი ა თ (ლოვჩი) მოხერხებული? ნ ო ვ ა (Горемыка) («Кавказ», 1853 წ., N II).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9