ფშავში ლოხი ჭუჭყს ნიშნავს. „თვალს ლოხად ჩაედებოდა“ („კვალი“. 1893, № 13). „ასე გაგახდევ სურვილსა, ნემსს კუდად აეგებოდე, პატარას ნარის ჩიტასა თვალს ლოხად ჩაედებოდე“ (ხალხ.) ლოხი კაცი – მძიმედ მოძრავი კაცი. დავრდომილი, ზარმაცი. დავარდნილი, ინვალიდი, მოშვებული. ლოხიანი – ლოხი კაცი, დუნდულა, მოშვებული კაცი. „ლოხიანი მაზარა (?) (ვ. ბარნ., „ვარდფანჯები, გვ. 164).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.