„მაშ ნუგბრს მიირთმევ და კი არ შეჰხარი“ (ივ. მაჭავ. – მ. გორკის „იტალიური ზღაპრები“. „მნათ.“, 1936 წ., 10 -11, გვ. 79).
„სინებით ნუგბარს ხილს მიირთმევდნენ“ (ა. ახნაზ., პუშკინის „მეფის მკვდარი ასულის ზღაპარი“, 1937 წ., გვ. 14).
„და, ჩაუარონ ამ ხეივანს და იგემონ სიტკბო და სილამზე ამ ნუგბარ ხილეულისა“ (ლ. მეტრ., „ქართ., ანდაზები“, 1926).
დელიკატეს.
„თავისი დავიდარებიანი ჯოჯოხეთის ნუგბარი ისევ უკან წაიყვანოს“ („ივ.“, 1887 წ.,გვ. 79).
Нугбати (იხ. „Зак. вестник“ 1849 წ., № 5, გვ. I).
ქალის სახელიცაა თურქებში.
„საგანგებო ნუგბარი მოგდით“ (ალფ. დოდე. „მებრძოლი ათეისტი“, ი. მაჭავ. თარგ. 1938 წ., № 8, გვ. 43).
„ღორები ცხვრის ჰყოფენ ყოველგვარ უწმინდურობაში და თანაც ისეთი ნეტარებით ღრუტუნებენ, თითქოს რჩეული მზარეულის ოსტატობით დამზადებული ნუგბარი კერძი იყოს“ (კ. ალმასიძე – მ. საყვარელიძე, „კოლექტივიზაცია“, 1934 წ., № 265).
„გვიხლოვდება დეკემბერი ეს უკანასკნელი ნუგბარი ამ წლისა“ („ივ.“, 1890 წ., № 249). იხ. საბა (აკ. შან. გამოც., გვ. 251, სიტყვა ნარუქი).
ნარუქი). „მისი დედიკო კი ხამუშ – ხამუშ (იხ.) გაახარებს ხოლმე სოფლიდან ნუგბარად გამოგზავნილი ამანათით“ (ლ. მეტრ., „პიონერი“, 1935 წ., № 12, გვ. 3).
„ოჰო, შენც დაიქოქე ძველბსავით, ეგ ხომ გაცვეთილი ზღაპარია, რომელსაც ბრანძები დაჰფრიალებს და მაინც არ აშორებენ, თითქოს ნუგბარი ჭეშმარიტება იყოს" (დ. თურდ., წ. I, გვ. 160).
„ნუგბარი რაიმე მაინც იყოს, ერთი რაღაც ბებერი ქალი იყო“ (ს. ფაშალ. „ნიანგის კრებული“, 1933 წ., გვ. 22). იხ საბა გვ. 251 და 260 (აკ. შან. გამოცემა).
„ახლა გამოსჩნდი შენ, თაზა ნუგბარი“ (ცენტრ. არხივის ხელნ. № 495). „სამოთხის ნუგბარი რამ იყო: („ივ.“ 1888 წ., № 87).
„წინასწარი ცენზურა ერთნაირად სანუგბარო არ არის“ (ილია, ტ. III, წ., გვ. 247), ე. ი. სანუკვარი.
„სიყმე მზემ, ამას რომ შესჭამ, პირში გემო ჩაგრჩება, ისეთი ნუგბარი რამ არის“ (ლ. კარდანახელი, „სააღდგომო საჩუქარი“, 1914 წ., გვ. 8).
„თვით იმ აზრის ბუნებაში იმოდენა სანუკბარო და სანეტარო რამ არის, რომ ბევრს მიიმხრობს და გაიტაცებს“ („ივ.“, 1886 წ., № III, მეთ. წერილი დიმ. ყიფიანზე). შეიძლება აქ ავტორს სანუკვარი უნდა ეთქვა – ი. გრიშ. ნუგბა – რიხილი – ახალ – ახალი ხილი, ნორჩი და იშვიათი (დელიკატეს). ქორფა ქალზედაც ამბობენ: ნუგბარი გოგონააო.