ნა ნე ნი ნო ნუ
ნუგ ნუნ ნუღ ნუშ

ნუღარვე

ამ სიტყვას ხშირად ხმარობენ მშობლები თავისიანების დაწყევლის დროს, რომ წყევლა არ გამართლდეს.
 
მაგ. „აი გაგისკდეს დედამიწა და თან ჩაგიტანოს ნუღარვე“. „იმ გულმკვდარმა – ნუღარვე – ჩამიგდო გულში სიყვარული“. ერთი სიტყვით: ნუღარვე წყევლის უკანვე წაღებაა. ნუღარვე დაწყევლაში ხმარებული სიტყვაა, ე. ი. ნუღარ შესრულდებაო, ისე როგორც „შე არ დასაცალებელო“, „შე არ გასაწყვეტო“ და სხვ.
სხვ. „დაჩუმდი, შე არ გასაწყვეტო, თორემ აგერ ოთარაანთ ქვრივი მოდისო“ („ოთ. ქვრ.“, თ. I, II). „დამაცა, შე არ დასაცალებელო“, დაუძახა მათხოვარს“ (იქვეს, თ. II).
„რას ეშმაკობ და მაიმუნობ, შენ სასიკვდილე ნუღარვე!“ (ნ. ლომ., მოთხ., გვ. 453).
„უი დედამიწა გასქდეს და თან ჩაიტანოს, ნუღარვე!“ (გ. სუნდ., „პეპო“, 1880 წ., გ. 223).
„უი დამიდგეს თვალები ნუღარვე!“ (ს. მგალ., „წარსულიდან“, „მოამბე“, 1899 წ., № III, გვ. 53 და 63), „თავზე ლაფი რაზე დაგვასხი, შე გულმკვდარშვილო, ნუღარვე“ (ს. მგალ., I, გვ, 107).
„დედამიწა გასკდეს და თან ჩაიტანოს, ნუღარვე“ (გვ. 15, „პეპო“).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9