აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
ავა ავგ ავი ავლ ავრ ავქ ავშ ავხ

ავალა

  1. დაგუბებული წყლის გასავალი გზა. „ეხლა კი წყალს ავალა პირაღმა აქვს“ („ოთ. ქვრ“., თ. XII). ღუმელის მილზედაც გამოგონია „ავალა“. ა ვ ა ლ ი - ავალიშვილი
  2. „ყველას საკუთარი ავალა აქვს მხედველობისა“ (ლელო - ი. მეუნარგია, „ივ“., 1887 წ., N4)
  3. „ეს ის პროგრამაა, რომელიც მითომდა სახელოვანის მარქსის მოძღვრებაზეა აგებული და რომელსაც ერთს დროს გერმანიაში ცოტად თუ ბევრად ავალა ჰქონდა“ (ილია, ტ. I X, გვ. 132). ერთ ოთხმოცი წლის ავალიშვილს ასეთი სტრიქონი აქვს: „მკითხვილებს უნდა გავაცნო ჩემი ტავგადასავალი. სოფლად ვარ დაბადებული, თავადის ჩამომავალი, უზრუნველი და უსაქმო, ხელთ არას გამომავალი, ვითომ ბრწყინვალე გვარისა, ავალიშვილის ავალი“. (გადმომცა ლიზა ჩერქეზ., 1939 წ., გვ. 15)
  4. გზა, (?), ბუხრის მილზე იტყვიან - კარგი ავალა აქვსო. „როცა ერთგვარს ბეზღობას, რომელსაც პოლიტიკურ ბეზღობას ეძახიან, დიდი ავალა მიეცემა, ფართო გზა გაეხსნება“ (ილია, ტ. IX, გვ. 3)
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9