აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
აწა აწი

აწაპნა

აჰკრა, აარტყა, ააცოცა, იქურდა; ჩუმად ამოართვა, ჩუმად აიღო. მგონი რუსულიდან არის წარმოებული - цапать. „კაპიტალისტური სახელმწიფოები აჯანყების მსვლელობამ შეაფიქრა, თან ზოგიერთს წაგლეჯის, აწაპვნის სურვილი გაუღიზიანა“ („კოლექტივიზაცია“, 1935 წ., N 59, გვ. 3, ფელეტონი). „ერთს წამს რომ იქით მივიხედოთ, ქურდ-ბაცაცები ან ბოთლს აგწაპნიან, ან სხვა ნივთსაო“ („ივ“., 1891 წ., N 159). „სიგელებს და ძველ ფულებს ამწაპნის“ (გ. სუნდ. „პეპო“, გვ. 63). „მოიპარავდნენ... და მერე დიდხანს აღარ იხილავდნენ იმ სოფელს, საიდანაც მოახერხეს აწაპნა“ (მ. გორკის „დოსტები’, თარგ. ვ. გიუნ., „კვალი“, 1902 წ., გვ. 18).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9