უხეირო, დაუდევარი, მურტალი, უსუფთაო, უფაქიზო.
ფეთხუმი (ფეტყუმე) ქალის სახელიცაა ხულოს რაიონში (აჭარა).
- „ვინც სვამს, ფეთხუმად იცვამს“ („მუშა“, ფელ. 1932 წ., № 193).
- „ვინც არის ფეთხუმი, დუნე, ჩოლფოტი, დაუდევნელი“ (დ. მაჩხ., „ძმური სიტყვა“, 1891 წ., გვ. 143).
- „ქალი: უქნარა ხარ, გამეცალე ბიჭო! ვაჟი: მაშ არადა შენსავით ფეთხუმი ვიქნები“ (ი. გედევ. „მსხვერპლი“, II მოქმ.).
- „რა ვუყოთ რომ ოჯახშია ფეთხუმივით ხარო“ (გ. სვანიძე, ქართ. ხალხ. სიმღ.“ 1957 წ., გვ. 106).
- „თუმცა ბავშვობაში მეზობლები მეძახოდნენ „ფეთხუმს“ და შეშლილს“ (გ. უსტ. ჩემდამი მოწ. წერილიდან).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.