აღმ. საჭმელია. პატარა ყურიან ჭოჭობში ჩაჰყრიან სისირს (მუხუდოს), ჩააჭრიან ხახვს, ჩასდებენ ცხვრის მსუქან ნაჭერს, სეზონის მიხედვით დაატანენ ან პომიდორს, ან ტყემალს და შესდგამენ ნადიმ ცეცხლზე. იხარშება თავისსავე წვენში. ამას უფრო თათრები სჭამენ. არის კიდევ ერთგვ. საჭმელი „ძროხის კუდები“. ამასაც ფითივით აკეთებენ, მხოლოდ იხარშება ფურნეში ან თონეში. ამ კუდებს მდაბიო ხალხი სჭამს.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.