ახარ სიტყვის მასალაა. ამბობენ: „ახარ, რომ ვამბობ, გაიგონე რაღა“. „ახარ, ხომ იცი, ვაჭრობა უმუშტროდ როგორ ძნელია“ (რ. ერისთ. „ივ“., 1887 წ., N 2). „ახარ, წელიწადში ერთი შაური რო ესწავლებინათ, ექვსი წლის უკან გეცოდინებოდა, რომ „ტ“ ექვსი შაურია“ („ივ“., 1892 წ., N 253). „რაფიელ, ახარ, უნდა ჩვენ მოვახერხოთ“ (გ. ერისთ. „დავის“ ხელთ. მოქ. I, გამოსვლა II). „ახარ, რას ჯავრობ, დალოცვილო“? (ილია, ტ. III, 1936 წ., გვ. 140). ახარ - აქ თავის ადგილზე არ არის. „ვიცი, რომ იტანჯები, , ახარ, იმასაც ძლიერ უყვარხარ“ (ელ. ჩერქეზ. პიესა „სამოცი წლის არშიყი“, 1899 წ., გვ. 28). ამ სიტყვას ლაპარაკის დასაწყისში ამბობენ და საკუტრივ ნიშნავს დაბოლოვებას, დასასრულს; ახარ დღევანდელ ვულგარულ გამოთქმას უდრის ბოლოს და ბოლოს („ბოლოს და ბოლოს, არ იტყვი, ვინა გცემა“?
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.