საბავშ. ფრიალა, ცაში ასაფრენი (და არა პირდ., თარგ.; ჰაერის გველი), ოთხკუთხედი ქაღალდი, თხელ ჩარჩოხეზე გაჭიმული, რომელსაც ნაჭრებისაგან გრძ. კუდი აბია და კანაფით უშვებენ ხოლმე ჰაერში.
იმერ. ფრიალა.
- მ. ჯავახ.– ს „ქოჩორა თურინჯში“ „ფრანის“ ან „ფრიალას“ ნაცვლად „გველი“ აქვს მოხსენებული. „წითური ზუკა ქაღალდიდან აკეთებდა ფრანს“ (მარიჯ., თარგ. „მზიანა“, 1936 წ., გვ. 18).
- „მთარგმნელს შარაშიძეს რუს. სიტყვისათვის „ბუმაჟნი ზმეი“. ქართ. „სასრიალებელი ფრანი“ დაურქმევია. არ ვიცი, რად მოსდომნია მთარგმნელს ასე რთული და გაბრტყელებული სიტყვა, როდესაც ქართულში ადვილი და მარტივი სიტყვაა ფრანი („ივ.“, 1886 წ., № 6).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.