აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
ახა ახვ ახი ახმ ახო ახრ ახტ ახუ ახშ

ახი

  1. კუთვნილი. (იხ. ჰახი). „სანამ არავინ იცის, ახსაც უჭერენ“ („პეპო“, გვ. 184). „ვაა, შენი ახი მიიღე“ (ორ-ანი,, „ივ’., 1894 წ., N 174).
  2. კუთვნილი ფული. „მე დაცდა არ შემიძლიან. ეხლავე უნდა მომცე ჩემი ახი. თუ არა, მანდ ციხეში დალპიო“ (ალ. ცაგარ. მოთხ. „მენახშირეთა ცხოვრება“, „დროება“, 1867 წ., N 20).
  3. ხვედრი. საკუთარი ოფლითმონაგარი ფული, ე. ი. რაც მისი მონაგარია.
  4. კუთვნილი გასამრჯელო. „ფარსეღა (შეგირდს ყურებს გაუწევს) „ყურებიდან ამოგართმევ ახსა’? (გ. სუნდ. „დაქცეული ოჯახი“). ხელოსანს, როცა ხვედრს ფულს მოუჭრიან და აღარ მისცემენ, ხელოსანი ეტყვის: რას მემართლები, მიმუშავნია, საქმე პირნათლად შემისრულებია, ჩემს ახსა გთხოვ, მომეცი რაღა. მოწყალებას ხომ არა გთხოვო. ა ხ ი ა მაგაზედ! - მაგიერი მოუვიდა.
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9