ხა ხბ ხე ხვ ხი ხლ ხმ ხნ ხო ხრ ხუ
ხაბ ხად ხავ ხაზ ხათ ხაი ხალ ხამ ხან ხაო ხაპ ხარ ხას ხატ ხაქ ხაშ ხაჩ ხახ

ხაბარდა

  1. განზე ჩმოდექი, ჩამომეცალე, გზა მომეცი.
     
    „მას ეხლაც სახლიდან სახლზე გაურბოდა თვალები და სხვადასხვა სანახაობით გატაცებულს თავისთავიც დაავიწყდა – ხაბარდა, ხაბარდა! – ძლივს გააგონა მას მეეტლემ“ (პ. ლორია, „ბედნ. დედა“, 1941 წ. № 112).
    ამ სათაურით წერილიც კი აქვს „მოლაყბეს“ „ცისკარში“ (1860 წ, № 6, გვ. 134).
  2. ხაბარდიანი კაბა იყო განიერი კაბა, რომლის ქობაც მავთულის რკალზე იყო გაკეთებული.
     
    კრინოლინი. ძვ. თბილისის აივნიდან ჩამოვარდა რვა თვის ორსული ქალი, რომელსაც „ხაბარდა“ ეცვა და გადარჩა. „ხაბარდა“ გაიბერა პარაშუტივით. ერთი ბლუკუნა ალექსი იყო... ის ამბობდა – მე ჰარში გავჩნდიო. ეს ალექსი იმ ხაბარდიანი ქალის შვილი იყო. „თუ გავაჯავრებ, ზედ წამაჯდება, ხაბარდას თავზე გადამაფარებს“ (დ. ბერიევი, „ცისკ.“, 1865 წ., № 1, გვ. 20).
    არის ქალაქ. ხალხ. სიმღერაც: „ქალო ხაბარდიანო, გაქვს და გიხარიაო, ქალო, ხაბარდის ქვეშა...“ და სხვ.
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9